სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 46 წლის არტემ მნაცაკანიანმა 32 წლის წლის დარეჯან მნაცაკანიანს ცივი იარაღის მრავლობითი ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა.
დაჭრილი თბილისის #1 საავადმყოფოშია გადაყვანილი. არტემ მნაცაკანიანი კი დაკავებულია. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. მას თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.