დღეს, 17 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ოფისიის წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ქართველი ადვოკატების დაცვის მოთხოვნით აქციას გამართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ცხრა დღის წინ, ქვეყნის ფაქტიური მმართველი ივანიშვილის მიერ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მიმართებაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოში მომენტალურად ადვოკატების დევნის ახალი ტალღა დაიწყო. სამი დღის განმავლობაში სამ ადვოკატს მიაყენეს შეურაცხყოფა რაც მიზანმიმართულ ძალადობაზე მიუთითებს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ დავუშვებ არცერთი ადვოკატის შეურაცხყოფას. ყველა ის ნაძირალა, ვინც ადვოკატზე ძალადობს საბრალდებო სკამზე დაჯდება.
- 2015 წლის 08 ნოემბერს ადვოკატის დღეს, გვიან ღამით, ქ.თბილისის ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მე–5 განყოფილებაში აწამეს ადვოკატი გიორგი მდინარაძე. დადასტურებულია, რომ სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი გიორგი მდინარაძე არასრულწოვანის დაცვის მიზნით შევიდა პოლიციაში, ადვოკატმა არასრულწლოვან დაცის ქვეში მყოფ პირს კონსულტაცია გაუწია. რის შემდეგაც ადვოკატს ბორკილები დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დავით გაფრინდაშვილმა და გიორგი წიგნაძემ ადვოკატ გიორგი მდინარაძის დაკავების ოქმი კანონდარღვევით შეადგინეს. ადვოკატს ხელბორკილები უკანონოდ დაადეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - ,,ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან“, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად– ,,რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს“. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ თუ ადვოკატმა გიროგი მდინარაძემ ნამდვილად ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომელიც ამავე კოდექსის 208–ე მუხლის მიხედვით არის საქალაქო სასამართლოს განსჯადი, უფლებამოსილ პირებს სახდელის დადების მიზნით სასამართლოსთვის უნდა მიემართათ ოთხი თვის ვადის გასვლამდე, 2016 წლის 08 მარტამდე, რაც არ მომდარა. ადვოკატ გიორგი მდინარაძის უკანონოდ დამკავებლების დავით გაფრინდაშვილისა და გიორგი წიგნაძის მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა, მეტიც, ისინი კვლავ თანამდებობებზე იმყოფებიან.
პროკურატურამ იგნორირება გაუკეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147–ე მუხლს „განზრაზ უკანონო დაკავება“ და ადვოკატებზე ძალადობის გასაგრძელებლად პოლიციელებს მწვანე შუქი აუნთო.