„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაკის რაიონში, საბურთალო-ნუცუბიძის ზონაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პეტრე ცისკარიშვილი წარადგინა.
ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერებმა - დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ წარუდგინეს.
„ჩვენ ერთად შეგვიძლია, რომ წავიყვანოთ ქვეყანა წინ და დავასრულოთ ის უძრაობა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.