ჟენევის დისკუსიების 36-ე რაუნდის ფარგლებში ქართულმა მხარემ დასმულ საკითხზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებისა და გადმოცემის შესახებ, ჟენევის დისკუსიის ფარგლებში პასუხი ვერ მიიღო.
„რუსეთის წარმომადგენლებიც იმ აზრზე იყვნენ, როგორც სხვა დანარჩენები, რომ პირველი რაც უნდა მოხდეს, ამ პიროვნების დაკავება, რაც შეეხება მის გადმოცემას და ქართული სასამრთლოს წინაშე წარდგომას, ეს უკვე მომავლის თემაა. ვიდრე ის თავისუფლად გაადგილდება არის საფრთხე იმისა, რომ ვიღაცა, ვინც დაინტერესებულია სიტუაციის დესტაბილიზაციაში, მოაწყოს პროვოკაცია”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.