ორლანდოში მომხდარ თავდასხმას საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ეხმაურება. იან კელი ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
“მადლობელი ვარ იმ თანადგომისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა, ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს. პასუხი იმაზე, რაც გუშინ მოხდა არის ინკლუზიური საზოგადოების შექმნა. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც შეიძლება დაემუქროს ჩვენს მოქალაქეებს. ამერიკაში ვცდილობთ ავაშენოთ ინკლუზიური საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანი თავის როლს შეასრულებს,“ - განაცხადა იან კელიმ.