პარლამენტის თავმჯდომარე ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების არმიღებას ქართველი კრიმინალების საქმიანობას ევროპაში არ უკავშირებს.
ამის შესახებ განცხადება დავით უსუფაშვილმა გერმანიაში გააკეთა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც უსუფაშვილი ამბობს, დღეს გადაწყვეტილების არმიღება უკეთესი გადაწყვეტილების მოლოდინს აჩენს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ მეტი კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.
„ვკითხე, სმენიათ თუ არა ქართველ კრიმინალებზე და ხალხი გადაირია, ეს ამბავი ჩვენ გავიგეთ გაზეთებიდან გუშინ და გუშინწინო. ჩვენ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერებისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო პასუხი, რომ ეს არ და ვერ იქნება ვიზალიბერალიზაციის ხელშემშლელი ფაქტორი. მათ კვლავ არ მიიღეს გადაწყევტილება და ამ შემთხვევაში დღეს გადაწყვეტილების არმიღება ჩვენთვის უკეთესია და არ არის უარესი. ყველა დეტალზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მერწმუნეთ, ამ დღეებში აქ საუბრებმა ჩვენ ამაში დაგვარწმუნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების არმიღება უკეთესი მომავალი გადაწყვეტილების შანსს ტოვებს,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.