ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებზე და პარლამენტის მიერ მის გაზიარებას.
კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ამ პროცესს „ბრძნული და კარგი კომპრომისი“ უწოდა.
ლევან ბოძაშვილმა კომისიას საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და დასკვნის უმოკლეს ვადებში მომზადებისათვის. კომისიამ დასკვნა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.