,,საგანგებო მექანიზმის საკითხს იმისთვის განვიხილავთ, რომ ვიყოთ დარწმუნებულები, უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში შეგვეძლება ზომების ამოქმედება”, - ამის შესახებ ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ემილი ჰაბერმა განაცხადა,
"ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავნვიხილავთ საგანგებო მექანიზმის საკითხს იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში შეგვეძლება ზომების ამოქმედება”, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ემილი ჰაბერმა.
ლუქსენბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა.