ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია ნათქვამი.
20 ივნისს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.
ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა მარტში წარადგინა.