შვედეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე შვედეთის პარლამენტის წევრი კერსტინ ლუნდგრენი წერს.
“ახლახანს შვედეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ ვალსტრომთან ერთად დავაყენე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. შევთანხმდით, რომ ვთქვათ “კი”, - წერს კერსტინ ლუნდგრენი.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს, ლუქსემბურგში განიხილავენ.