თურქეთში გუშინ მომხდარი ავტოავარიის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს,
თურქი სამართალდამცავები ავტობუსის მძღოლს კითხვავენ. სამართალდამცეავები არც მძღოლის დაუდევრობას არ გამორიცხავენ. კომპანია "მაჰმადოღლუში" კი, რომელსაც აღნიშნული ავტობუსი ეკუთვნის აღნიშნავენ, რომ ავარიის ძირითადი მიზეზი უამინდობა იყო, მათი თქმით, ამ გზაზე უამინდობის გამო კიდევ რამდენიმე ავარია მოხდა.
შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში დაბა ჩერქეზთან ავარია მოხდა. ქართულ-თურქულია კომპანია "მაჰმადოღლუს" ავტობუსი თბილისიდან სტამბულში მიდიოდა. ავარიის შედეგად საქართველოს 33 მოქალაქე დაშავდა. 16 ქართველი დაშავებული ანკარას სხვადასხვა საავდმყოფოებში არიან გადაყვენილები.