ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ვიცე პრემიერ კახი კალაძესთან პირველ შეხვედრას იხსენებს და მის შრომისმოყვარეობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, კალაძე "ქართული ოცნების" შტაბს კარგად ხელმძღვანელობს.
„კახი არის უაღრესად მოწესრიგებული კაცი და მახსოვს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და კახის შევხვდი პირველად და შევეკითხე - კახი შენ როგორ ხედავ, სად ისურვებდი, სად ხედავ შენს ადგილს? დღესაც ძალიან კარგად მახსოვს როგორ მიპასუხა - აი სადაც მეტყვით, გინდათ დაცვაში, გინდათ თავდაცვაში, გინდაც თავზე დავდგები, ოღონდაც ჩემს ქვეყანას მოვემსახუროო. ასეთი კაცია კახი კალაძე, მან იცის შრომის ფასი ძალიან კარგად და მას შემთხვევით არ მიუღია ის მიღწევები, რაც თქვენ იცით მან მიიღო, როდესაც ფეხბურთში იყო,“-განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.