საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშილმა პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე წარადგინა.
"კახი კალაძე აქვს კაპიტნის გამორჩეული თვისებები, ორგანიზატორული ნიჭი და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ღირსეულად ჩატრებისა და საბოლოო გამარჯვებისთვის",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ღირსეულად გაართვას თავი საპასუხისმგებლო მისიას.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ვიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში. ამ არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახებთ, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში შეუქცევადია”, - განაცხადა კახა კალაძემ.
წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს ოფიციალურად დაიწყო. საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.