მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მივიღოთ უფრო მეტი ნატო საქართველოში, ასეევე უფრო მეტი საქართველო ნატო-ში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იენს სტოლტენბერგი მიესალმა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებსა და თანამშრომლობის დროს იქნა მიღწეული. მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-საქართველოს კომისიასთან, ყოველისმომცველ პაკეტთან.
“გასული წლის დეკემბერში ჩვენ განვაცხადეთ, რომ MAP რჩება ინტეგრაციული პროცესის ნაწილად. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რას მოისურვებენ სახელმწიფოების მეთაურები და მთავრობები, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის გაგრძელება, MAP-ის მნიშვნელობაზე ფოკუსირება. ეს არის მიდგომა, რომელიც ალიანსში მხარდაჭერით სარგებლობს. მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მივიღოთ უფრო მეტი ნატო საქართველოში, ასეევე უფრო მეტი საქართველო ნატო-ში. სწორედ ამას ვაკეთებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.