ბრიუსელში გაიმართება შს მინისტრების შეხვედრა. ჩვენ გვაქვს დეკლარირებული ინტერესი, , რომ ამ შეხვედრაზე მოიძებნება კონკრეტული მექანიზმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვიზალიბერალზიაცია, - ამის შესახებ ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, გერმანიას აქვს დეკლარირებული ინტერესი, მოიძებნოს ისეთი გადაწვყეტილება, რომლის მიხედვითაც, სააქართველოში არჩევნების ჩატარებამდე ვიზალიბერალიზაციის საკითხი ღიად არ დარჩება.
ნორბერტ ლამერტმა აღნიშნა, რომ დროულად უნდა გადაწყდეს ევროკავშირის შიგნით არსებული პრობლემები, ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, ეს არის ევროპული გადაწყვეტილება.
„ჩვენ დროულად უნდა გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რაც არსებობს ევროკავშირის შიგნით, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გავუსვა - გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შესახებ გახლავთ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული თარიღი. არსებობს მთელი რიგი მოსაგვარებელი პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ორმხრივი ურთიერთობების საკითხი. ჩვენ გვჭირდება ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს სხვა ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციას. უნდა ვიპოვოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც მომავალში სხვა ქვეყნებსაც გამოადგება. პარასკევს, ბრიუსელში გაიმართება შს მინისტრების შეხვედრა. ჩვენ გვაქვს დეკლარირებული ინტერესი, , რომ ამ შეხვედრაზე მოიძებნება კონკრეტული მექანიზმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვიზალიბერალზიაცია".- აღნიშნა ნორბერტ ლამერტმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფება.