8 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს 14-15 ივნისს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდის სამზადისზე.
ამავდროულად, ხაზი გაესვა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენისა და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირების აუცილებლობას.
ასევე, განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები.