ხვალ, 9 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში" (თბილისი, კოსტავა ქ.N14 ) საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის(KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციში „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა" .
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ. ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მოღვაწეები და ენერგეტიკის დარგის ექსპერტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის ევროპის და შეერთებული შტატების გამოცდილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მეცნიერები და ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.