დღეს, 25 მაისს, 14:00 საათზე (ჭავჭავაძის გამზ. #84), ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალი სერვისცენტრისა და ახალი ლოგოს პრეზენტაცია გაიმართება.
ახალი სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და განახლებული საცავით, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. თანამშრომლებმა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გაიარეს ტრეინინგი (სერვისი+). სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინერგა ნივთმტკიცების შენახვისა და ბრუნვის ახალი სისტემა, რომელიც ორმაგად საიმედოს ხდის ბიუროს მუშაობას.
ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.