საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმი შეასრულა და პორცესი გადავადების გარეშე უნდა წარიმართოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო აფასებს ევროპარლამენტის და პირადად, მარტინ შულცის მხარდაჭერას ევროპული არჩევანის და პერსპექტივის მიმართ.
“საქართველოსათვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანი იყო, რათა გადამწყვეტი რეფორმები შეგვესრულებინა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროპარლამენტი კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების პროცესში",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.