საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საზოგადოება ”მოქალაქის” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სიცრუეში ამხილა.
ეროვნულ მაუწყებლებთან შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ”კვლევებს ყოველ თვე ატარებს”.
”მე კვლევებს ყველა თვე ვაკეთებ და ვიცი რა ხდება რეალობაში. მე რაც მჭირდება მე მაქვს და ვიცი მე რეალობა სადაცაა",-აცხადებს ივანიშვილი
5 ივნისს, ”ჯი-ეიჩ-ენის” მიერ გამოქვეყნებული ”ქართული ოცნების” შიდა კვლევის გამოქვეყების კომენტირებისას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ერთი კვლევა ჩაატარა და არჩევებამდე კიდევ ერთ კვლევას ვაპირებთო.
”ადრეც გავრცელდა საიტზე (ww.ghn.ge რედ.) მსგავსი ტიპის ეგრედ წოდებული კვლევა და მარტივი მანიპულაციაა, ჩვენი ოპონენტები ხშირად მიმართავენ მსგავს ფორმებს. ჩვენ კვლევებს რეგულარულად ვატარებთ, ერთი წლის დასაწყისში ჩავატარეთ და ერთს არჩევნებამდე ვაპირებთ,“ - აღნიშნა კობახიძემ.
აღნიშნული განცხადებების დისპროპორცია თვალნათლივ მიუთითებს იმაზე, რომ ბატონმა კობახიძემ მედიასთან კვლევის შესახებ იცრუა.
არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ივანიშვილი, როგორც კერძო პირი ატარებს კვლევას აბსოლუტურად მიუღებელია, მისი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით. მით უფრო, ივანიშვილმა ცალკე გაამახვილა ყურადღება შიდა კვლევებზე. ასევე მიუღებელია დავა კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. ”ჯი-ეიჩ-ენი” მზად არის გამოაქვეყნოს ”ოცნების” შიდა კვლევა მისი ოფიციალური არხებით მოწოდების შემთხვევაში.
შესაბამისად, ამ თემასის ირგვლივ ”ჯი-ეიჩ-ენი” არ მიიღებს არანაირი პრეტენზიებს, მით უფრო ხელისუფლების დაქირავებული ექსპერტებიდან. ჩვენ არ შევალთ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დიკუსიაში და ვაქვეყნებთ ”ქართული ოცნების” შიდა კვლევის ე.წ. ”პროსტინს” რომელიც ”ჯი-ეიჩ-ენმა” გამოაქვეყნა.