დღეს, 25 მაისს, ერევანში ლეგენდარული როკ-ჯგუფის, ‘''Deep Purple''"-ის -კონცერტზე დასასწრებად ტურისტული კომპანია ‘'ელიტ ტურის'' ორგანიზებით, 130-ზე მეტი ქართველი მსმენელი გაემგზავრება. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ‘'ელიტ ტურმა''მელომანებს ‘'საკონცერტო ტურები'' შესთავაზა. რომლის ფარგლებშიც, კონცერტზე დასასწრებ ბილეთთან ერთად, კომპანია მათ მგზავრობას, დაზღვევას და სასტუმროში განთავებასაც უზრუნველყოფს.
‘'ელიტ ტურმა'' საზღვარგარეთ ‘'საკონცერტო ტურების'' ორგანიზება გასულ წელს დაიწყო და მრავალ ქართველ გულშემატკივარს საშუალება მისცა ლეგენდარული ჯგუფებისა თუ შემსრულებელების კონცერტებს დასწრებოდნენ.
ერევანში დაგეგმილი კონცერტის გარდა, კომპანია "ელიტ ტური" ქართველ მელომანებს შესაძლებელობას აძლევს, 25-27 ივნისს სტამბულში დაგეგმილ როკ ფესტივალს, ასევე ერიკ კლაპტონისა და U2-ს კონცერტებს დაესწრონ. საკონცერტო ტურების ფასი 355-705 დოლარამდეა. რაშიც ბილეთის, მგზავრობის და სასტუმროს ხარჯები შედის.
დაინტერესებული პირებისთვის: კონცერტზე დასასწრებად, ქართველი გულშემატკივრები ერევანში 25 მაისს, დილის 7 საათზე, კომპანია'ელიტ ტურის ოფისიდან გაემგზავრებიან.