მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა სარიუშ ვოლსკიმ სტრასბურგში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა "საქართველოში დემოკრატიის დეფიციტი" იყო.
,,საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე გავიმეორე ის დემოკრატიული დეფიციტი, რომელიც არსებობს, ესენია პოლიტპატიმრები, ზეწოლა მედიაზე, კერძოდ რუსთავი 2-ზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე და პარლამენტის წევრებზე. შევთანხმდით, რომ ყველაფერი უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ამასობაში ევროპაში სიტუაცია შეიცვალა, მექანიზმი, რომელიც დარღვევის შემთხვევაში უვიზო რეჟიმს შეაჩერებდა, ჯერ მზად არ არის. მაგრამ თუ საქართველო გააკეთებს უფრო მეტს დემოკრატიული დეფიციტის აღმოფხვრის კუთხით, უფრო მარტივად და სწრაფად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრამდე შეფერხდება, თუმცა, ვიმედოვნებ, ზაფხულში ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის პრობლემას მოაგვარებს. არასწორად ესმით საქართველოში, გადაწყვეტილებას იღებს საბჭო და ევროპარლამენტი, ევროკომისია მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს'', - განაცხადა ვოლსკიმ.