არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მოწონებულ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ხელს სავარაუდოდ 8 ივნისს მოაწერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
„პრემიერის ხელმოწერა თუ არ ვცდები იქნება 8 ივნისს. კონტრასიგნაცია მოხდება ისე, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ გვექნება არჩევნები“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.