,,ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის თამაზ მეჭიაურის გუნდის წევრები სავარუდოდ ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი და სანდრო ბრეგაძე იქნებიან.
მეჭიაურის ბრიფინგი დღეს 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული. პარლამენტში კი ამ დროისათვის მასთან აღნიშნული პირები უკვე გამოცხადდნენ. მეჭიაურის ახალი პარტიის დასახელება და გუნდის სხვა წევრთა ვინაობა რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.
თამაზ მეჭიაურმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რამდენიმე დღის წინ დატოვა. დეპუტატმა ერთ-ერთ მიზეზად სამართლიანობის აღდგენასტან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.