სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზემხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ და აქტიურ თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადააჭარაში ჩამობრძანებისათვის და იმ ორმხრივი ურთიერთობის ეფექტურობასა და შედეგებზე ესაუბრა, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასმეგობარი ევროპის ქვეყნების რეგიონებთან აკავშირებს. სლოვაკეთისა და საქართველოს სხვადასხვა ფორმატით უკვე წარმატებული თანამშრომლობა დასლოვაკეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში. ასევე ხაზი გაესვაბათუმში დაგეგმილი ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობას, რომლიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ეკონომიკურიურთიერთობების გაღრმავებასა და გააქტიურებას.
ადგილობრივ და სლოვაკელ ბიზნესმენებს B2B შეხვედრაზე ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე,დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, აჭარის მთავრობისთავმჯდომარესთან ერთად სასტუმრო ჰილტონში ბიზნეს ფორუმს გახსნიან. მოგვიანებით კი მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულინკლუზიური სწავლების ცენტრს, დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას და სახელოსნოებს. მოგვიანებით პრეზიდენტებირეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ. ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება