საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია თვითმკვლელობით იმუქრება.
მრგვალი მაგიდის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანანა არჩვაძე-გამსახურდია სუიციდს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ შვილს, ცოტნე გამსახურდიას დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ.
ამ მოთხოვნით ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მივა.