პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არ სურს ,,რუსთავი 2“ -ის ცვლილება. აღნიშნულ საკითხს პრემიერი საფრანგეთიდან ეხმიანება, სადაც ვიზიტით იმყოფება.
"არაერთხელ გამოვთქვი სურვილი არ ვისურვებდი მეხილა რუსთავი 2-შეცვლილი და მიმეცა ვინმესთვის სპეკულაციის საშუალება, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ჩემი სურვილი, რომ სალაპარაკო არავის არ მიეცეს.რამდენად მოხდება ცვლილება თუ არა ამას მე წინასწარ ვერ გეტყვით. სასამართლო არის სასამართლო, ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს სამოქალაქო პროცესია და ვერ ჩავერევით,"- აღნიშნა პრემიერმა.
ამასტანავე მან ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნიკა გვარამიას განცხადებების შინაარსი და ტონი
"მე არ შეიძლება როგორც პრემიერს კერძო ტელეკომპანიასთან პრეტენზიები მქონდეს. მაგრამ არის სასამართლო პროცესი, გვაქვს ინსტიტუციები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფები როდესაც ამ ინსტიტუციებს შეურაცხყოფებს აყენებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. იმაზე აღარ ვლაპარაკობ პრემიერ-მინისტრის მისამართით, რასაც ლაპარაკობს. თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება. მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ასეთი გონორი, დღეს ასე საუბრობს. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი შემოქმედი, რაც 2007 წელს ხდებოდა,"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.