ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ალიანსს მოუწოდებენ, დაადასტურონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით.
ამის შესახებ ნათქვამია ტირანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შემდეგ მიღებულ შემაჯამებელ დეკლარაციაში.
დოკუმენტში ასამბლეის წევრები ნატო-ს ასევე მოუწოდებენ,ცდაადსტურონ რომ შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება, და ამ მხრივ გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრებმა უნდა გააგრძელონ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობა. ასამბლეა ნატო-ს წევრებს საქართველოსა და უკრაინას რეფორმების განხორციელებაში დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული გარემო ღრმა ცვლილებებს განიცდის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ყირიმის უკანონო ანექსიით, ასევე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის გაგრძელებით, რუსეთმა მოულოდნელად წერტილი დაუსვა მოკავშირეების 25-წლიან მცდელობას, დაამყარონ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიოორბა”, - ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში.