კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავისამდმი მიძღვნილი საზეიმომიღება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იოანის კასულიდისი, მინისტრთასაბჭოს სხვა წევრები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ბიზნეს-წრეების,მას-მედიის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საკუთარგამოსვლაში ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ კავშირებს და ორ ქვეყანას შორისთანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივას.
"საქართველოსა და კვიპროსს შორის ურთიერთობაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების საკითხს. კვიპროსი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართვლოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს." - განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ეროვნული სამოსის, მინანქრის ნაკეთობებისა და ღვინის ჭურჭლის გამოფენა,ასევე ქართული სიმღერის კვინტეტისა და დიასპორულ ორგანიზაციასთან არსებული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრთაკონცერტი.
სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. მიღების პარალელურად ქართულიდროშით განათდა სასტუმროს Hilton Nicosia ცენტრალურ ფასადი.