უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს შს მინისტრსა და სუს-ს დაევალათ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიათან შეხვედრა გამართონ და გაიარონ საკითხები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან უსაფრთხოებას შეეხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომის შემდეგ, საბჭოს წევრებმა კომენტარები არ გააკეთეს. ჟურნალისტებთან მხოლოდ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს შს მინისტრმა და სუს-ის ხელმძღვანელმა.
„ეროვნული უშიშროების საბჭომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და გაიარონ ყველა ის საკითხი, რითაც შეიძლება მოხდეს მომავალში პრევენცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მინისტრები მომდევნო სხდომაზე წარდგებიან მოხსენებით, რა შეიძლება კიდევ დამატებით გაკეთდეს ამ მიმართულებით.