"ქრისტიან - დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას განცხადებით, იგი ინტერპოლის მიერ არ იძებნება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს, "სასტუმრო შერატონ მეტეხი" პალასში" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჭანტურიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის მიერ დასმულ შეკითხვას - "ხართ თუ არა ინტერპოლი მიერ ძებნილი წითელი ცირკულარით", უპასუხა და აღნიშნა, რომ იგი საქართველოდან არსად არ გაპარულა და შესაბამისად ძებნილიც არ არის.
"ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ საქართველოდან გავპარულიყავი. ზოგიერთები მაბრალებდნენ, რომ მე წისქვილიდან მანქანის საბარგულით გავიპარე და ქვეყნის ტერიტორია ამ გზით დავტოვე. მინდა განვაცხადო, რომ ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩემი გაბარიტებებით მანქანის საბარგულში ვერც ვეტევი", - განაცხადა ჭანტურიამ.