კანის 63-ე კინოფესტივალზე საუკეთსო ფილმად ტაილანდელი რეჟისორის აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ფილმი "ბიძია ბუნმი, რომელსაც თავისი წარსული ახსოვს" დასახელდა. კინოსურათმა კანის ფესტივალზე ჯილდო 2004 წელსაც მიიღო, როდესაც ფილმთან "ტროპიკული ავადმყოფობა" მესამე ადგილი დაიკავა.
ფილმში მთავრ როლს ტანაპატ საისაიმარი ასრულებს, რომელიც ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემდუღებლად მუშაობდა და მანამდე მხოლოდ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა. მისი გმირი თირკმელებითაა დაავადებული და ხშირად ადამიანთა სულები სტუმრობენ.
კინოკრიტიკოსებმა "ბიძია ბუნმის" "რეინკარნაციის თემაზე სურეალისტური, გიპნოზური მედიტაცია" უწოდეს. ფილმმა კინემატოგრაფიის მეტრების მიერ შექმნილ ბევრ ნაწარმოებზე დიდი უპირატესობა მოიპოვა.
ჟიურის წევრებს საუკეთესოს შერჩევა გაუჭირდათ. "თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ფავორიტები გვყავდა, რომლებმაც, სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ შეძლეს," _ განაცხადა ჟიურის თავმჯდომარემ ტიმ ბარტონმა.