საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საბჭოს მუდმივი წევრები სრული შემადგენლობით ესწრებიან.
უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა - ნატო-ვარშავის სამიტისთვის მზადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოების გარემო.
უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე დაიწყო.