პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა საარჩევნო სისტემის ე.წ. ”გერმანულ მოდელს” მხარი არ დაუჭირეს.
”რესპუბლიკელების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი დღეს ვახტანგ ხმალაძემ წარადგენა.
თვითმმართველობის კომიტეტიდან კანონპროექტს 1 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ხოლო ერთმა დეპუტატმა - ზაქარია ქუცნაშვილმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, კანონპროექტს ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 7 აღნიშნული მოდელის დანერგვის წინააღმდეგ წავიდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დადებითი მხარეების მიუხედავად, აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.