საარჩევნო უბანთან ძალადობის ან ძალადობის მუქარისთვის სასჯელის გამკაცრების მიზნით შემუშავებულ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს ბიუროზე იმსჯელებენ.
მთავრობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ცვლილებები ჯარიმას ან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბიუროზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელსაც განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე.