ვაკის რაიონის პოლიციამ ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილები დააკავა.
დაკავებულია გიორგი მორჩილაძე და ლაშა ლომიძე.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი სამი წლის განმავლობაში სისტემატურად სძალავდნენ ფულს ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელს.
ორივე ეჭვმიტანილს აღნიშნული პიროვნებისთვის მთლიანობაში 30 ათას ლამადე თანხა აქვს გამოძალული.
გავრცელდა ფარული ჩანაწერიც, სადაც სჩანს თუ როგორ ართმევენ თანხას დაზარალებულს გიორგი მორჩილაძე და ლაშა ლომიძე.
დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.