”რა ვუთხრა პუტინს? - შეეშვი უკრაინას! შეეშვი ყველა ქვეყანას, რომელსაც შენ ჩაებღაუჭე. ორ სიცოცხლეს ვერ იცხოვრებ”, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა.
მან რუსეთის პრეზიდენტს ურჩია იცხოვროს ღირსეულად.
რუსეთის ტყვეობიდან გათავსუფლებული უკრაინის გმირი, ნადეჟდა სავჩენკო, დღეს პირველ პრესკონფერენციას მართავს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ და საქართველომ უნდა იმოქმედოს ერთად, რათა შეაჩეროს მტრის ვერაგობა. ასე უპასუხა სავჩენკომ ქართველი ჟურნალისტის კითხვას რუსეთში მყოფი ქართველი და უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისათვის საჭირო ქმედებების შესახებ.
სავჩენკომ დასძინა, არ მიიჩნევს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ცუდია.
”რუსეთში ყველა ადამიანი არ არის ცუდი, ასე არასოდეს ვიტყვი. უბრალოდ, როდესაც გვერდით ვერაგი მეზობელი გყავს, ყოველთვის მზად უნდა იყო ყველაფრისთვის”, - განაცხადა სავჩენკომ.