უკრაინამ და საქართველომ უნდა იმოქმედოს ერთად, რათა შეაჩეროს მტრის ვერაგობა, - ასე უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას რუსეთში მყოფი ქართველი და უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისათვის საჭირო ქმედებების შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ.
სავჩენკომ დასძინა, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ცუდია.
”რუსეთში ყველა ადამიანი არ არის ცუდი, ასე არასოდეს ვიტყვი. უბრალოდ, როდესაც გვერდით ვერაგი მეზობელი გყავს, ყოველთვის მზად უნდა იყო ყველაფრისთვის”, - განაცხადა სავჩენკომ.