სამართალდამცველებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ზაზა და კახა მუკბანიანები, გიორგი ბარნაბიშვილი, გრიგოლ მაცაბერიძე, მალხაზ ქიტიაშვილი, ლევან ფირცხალავა, ლევან და რეზო ჩორგოლეიშვილები და ერემი მუჯირი ქრთამის სანაცვლოდ ყალბ ზედნადებებსა და ქვითრებს ამზადებდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, მათ ყალბი სალაროს ქვითრები და სხვა საგადასახადო დოკუმენტი 1 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქციაზე გამოწერეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დაურეგისტრირებელი სალარო აპარატები და ყალბი ბეჭდები.
ეჭვმიტანილებს ორიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.