გურამ ჩალაგაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და გიორგი ვაშაძის მოძრაობას შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ "გურია ნიუსი" ავრცელებს.
ჩალაგაშვილი პარტიის დატოვების იგივე მიზეზებს ასახელებს, რომელიც გიორგი ვაშაძემ დაასახელა. სააგენტოს ინფორმაციით, ჩალაგაშვილი ამჟამად ვაშაძის დასახვედრად ემზადება და ჩოხატაურში ახალი პარტიის ოფისს ამზადებს.