ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში კორცხელის 53-ე და 54-ე უბნებზე, ხმების ხელახალი გადათვლის შედეგები უკვე ცნობილია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში უპირატესობა კიდევ ერთხელ მოიპოვა. ორივე საარჩევნო უბანზე ხმების რაოდენობა უცვლელი დარჩა.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმების ხელახალი გადათვლა „ქართული ოცნების“ კანდიდატის საჩივრის საფუძველზე მოახდინა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააპროტესტა და მას უკანონო უწოდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ხელახალი დათვლის შედეგებზე კომენტარი არ გააკეთეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკო-ს მონაცემებით, შვიდ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება“, ხოლო ორში „ნაცმოძრაობა“ ლიდერობს.