ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ჯინჯოლავა სხდომიდან გააძევა.
გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მირანდა მესხმა მიიღო. მიზეზად კი, ის ფაქტი დაასახელა, რომ ჯინჯოლავას ხმაურისა და რეპლიკების გამო, კომისიას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.
კომისიის წევრები სოფელ კორცხელის და ნაცატუს უბნებზე ხმების ბათილად ცნობასა და ხმების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას განიხილავდნენ.
როგორც სხდომაზე აღნიშნეს, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებას შეიძლება ხმების დათვლის პროცესისთვის ხელი შეეშალა.