"ქართული ოცნება" კორცხელში არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე უბნების ბიულეტენების ხელახალ გადათვლას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ამირან ლაგვილავას წარმომადგენლებმა უკვე შეიტანეს საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში.
„დღის განმავლობაში კენჭისყრა უბნის შიგნით დაძაბულ, სტრესულ გარემოებაში მიმდინარეობდა, რაც გამოწვეული იყო უბნის გარეთ დაპირისპირებული ჯგუფების დიდი რაოდენობით მობილიზებით, რაც შემდგომში ხელჩართულ ჩხუბშიც კი გადაიზარდა. იმის გამო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ უბნის შიგნით მყოფი წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების გავლენის ქვეშ ხმის დათვლის პროცესი წარიმართა ხარვეზებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა დღეს 20:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.