ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ელჩმა განაცხადა, რომ განიხილეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისი.
,,თქვენ იცით. რომ ევროკავშირმა არჩევნებისთვის მედია მონიტორინგის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო. ცხადია საუბრისას განვიხილეთ ის ძალადობრივი ინციდენტი რომელსაც გუშინ კორცხელში ჰქონდა ადგილი. სრულ ყოფილად მომაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ რაც მოხდა. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სრულყოფილად უნდა იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.