ადიდებულმა მდინარე კაბალმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში სამი სახლი მთლიანად დაანგრია. იმავდროულადსოფელში დატბორილია 50-მდე სახლის პირველი სართულები.
"უზუნთალადან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან არსებობს საშიშროება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ახლა ვგეგმავთ სამაშველო სამსახურები გამოვიძახოთ, რადგან სტიქიას საკუთარი ძალებით ვეღარ ვუმკლავდებით", განაცხადა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულა ჯემალ ნიაზოვმა.
კახეთში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.