ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი ზუგდიდის მუნციპალიტეტ სოფელ კორხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს.
როგორც მან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ინციდენტის შესწავლას აპირებს.
“ მე ვნახე ვიდეო. პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. მივესალმები, რომ მთავრობა აპირებს მომხდარის გამოძიებას. ამგვარი ძალადობა ნამდვილად უნდა შეწყდეს. როგორც ვთქვი, ამას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს”, - განაცხადა იან კელიმ.
კორცხელის საარჩევნო უბანთან გუშინ, ფიზიკური დაპირპისრება მოხდა, რის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი და „ქართული ოცნების“აქტივისტები დაზარალდნენ. მომხდარში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. აღნიშნულ დაპირპისრებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.