საკრებულოების შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ შვიდმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
შუალედური არჩევნების შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე შეაჯამა.
ოზურგეთი, 60.05 ოლქი - ნონა ტუნაძე („ქართული ოცნება“) – 40,4 პროცენტი; ბესიკ ქათამაძე („ნაციონალური მოძრაობა“) – 59, 6 პროცენტი.
ოზურგეთი, 60.01.04 ოლქი - ვასილ ჩიგოგიძე („ქართული ოცნება“) – 64,56 პროცენტი; დამოუკიდებელი კანდიდატი - გრიგოლ კალანდარიშვილი - 35,44 პროცენტი;
ხობი - კობა კაკულია („ქართული ოცნება“) – 100 პროცენტი;
კორცხელის თემი - ვარადებული ლაშხია („ნაციონალური მოძრაობა“) - 49.76 პროცენტი; ამირან ლაგვილავა („ქართული ოცნება“) - 48.96 პროცენტი;
გლდანი - ბორია ფირცხელიანი („ქართული ოცნება“) – 80,69 პროცენტი; ნინო ჯურხაძე („თავისუფალი საქართველო“) - 13,84 პროცენტი;
გარდაბანი, 21.08 - ფახრადინ შარიფოვი, („ქართული ოცნება“) – 67,89 პროცენტი; ტოფიკ ახმედოვი - („სახალხო ხელისუფლება“) – 20,32 პროცენტი;
გარდაბანი, 21.18 - ვუგარ მამედოვი, („ქართული ოცნება“) – 98,5 პროცენტი; ჯამილა გასანოვა („თავისუფალი საქართველო“) – 1,5 პროცენტი;
კასპი - ალექსანდრე მერებაშვილი, („ქართული ოცნება“) – 65,48 პროცენტი; ციცინო აბუაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“) - 26,98 პროცენტი;
წყალტუბო - მურად ზაქარიაძე, („ქართული ოცნება“) – 64,31 პროცენტი; ბუხუტი ფირცხალავა („ნაციონალური მოძრაობა“) - 30,89.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდებოდა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემს, ვინაიდან ტარდება მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები და თითოეული უბნის შედეგი იყო მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა განვაცხადო რომ ყველაზე დიდხანს ხმის დათვლის პროცესი კორცხელის საარჩევნო უბანზე გაგრძელდა, იქ რამდენჯერმე მოხდა ხმის გადათვლა. ამ მომენტისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს ყველა, 45 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ.