„მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას !",- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კახა კალაძის თქმით, როგორც რიგით მოქალაქეს მას ძალიან კარგად ახსოვს, რას ნიშნავს,როცა ქვას ესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელიაყოველგვარი აგრესია და ძალადობა საარჩევნო პროცესში. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" სოფელ კორცხელში მაინც შეძლოპროვოკაციის მოწყობა. მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდაშექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურებისდასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანებისკონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" განზრახული აქვს სოფელ კორცხელის საარჩევნოუბნის „ჩაშლა". „ნაციონალურ მოძრაობას" კორცხელში ჩაყვანილი ყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელთაც კონკრეტულადხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბატონი ბეჟაშვილი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ფოტო სურათებით დეტალურად მოგაწოდებთ კონკრეტულ ინფორმაციას იქ ჩაყვანილ ზონდერ პიროვნებებზე.
გვაქვს ინფორმაცია რომ უბნების დახურვის შემდგომაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოვუწოდებთ მოსახლეობას არ აყვნენ არავის და არ გახდნენნაციონალების დაგეგმილი სცენარის უნებური მონაწილეები. ამჯერად, მოდის შეტყობინებები, რომ მედიას არ აცლიან ადგილზე მუშაობას დაზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება, გამოავლინონთითოეული ის პირი, ვინც ქვას ისვრის ან სხვა სახის პროვოკაციებს აწყობს, მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი, საარჩევნო უბნები დაუზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა!. მინდა აქვე დავამატო პირადად ჩემგან ,როგორც რიგითმა მოქალაქემ, მე ძალიან კარგად მახსოვს, რაც არის, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე, რომმსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროს გაიმეოროს „ნაციონალურმა მოძრაობამ", მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას- არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის" სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი დემოკრატიული დაცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა--- მაგრავ ვერ და არ ვაპატიებ იმათ ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას!",-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.