„ნაციონალური მოძრაობა“ კორცხელში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს და მთავრობას აკისრებს. ენმ-ის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ თავდასხმა თბილისიდან ჩაყვანილმ ზონდერბრიგადებმა მოაწყვეს.
ისინი იყვნენ შეიარაღებული კასტეტებით, რკინის ხელჯოხებით და მოაწყვეს სერიოზული ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ხელისუფლების და ეს ხდებოდა სინქრონში პოლიციასთან, რომლებიც საერთოდ არც ეკარებოდა ამ ზონდერჯგუფებს.
სამარცხვინოა ცესკოს განცხადება, რომელმაც ორივე მხარეს მოუწოდა სიმშვიდისკენ, ერთის მხრი, იქ იყვნენ ჩასული პოლიტიკოსები, მეორე მხრივ, იქ იყვნენ ჩასული ჩვეულებრივი ზონდერ ბრიგადა, რომელიც თავს დაესხა ხალხს.
ეს არის დიდი წერტილის დასმა მშვიდობიანი არჩევნების პერსპექტივისთვის ამ ქვეყანაში. მოვუწოდებთ მთავრობას, სასწრაფოდ გამოიყვანონ კასტეტებით შეირაღებული ორკები, მიიყვანონ პოლიცია და დაამყარონ წესრიგი. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ კვირიკაშვილს და მის მბრძანებელ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.