„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, წყალტუბოში, 52-ე უბანზე „ოცნების“ კოორდინატორმა ამომრჩევლებს ფული გადაუხადა და ამის დამადასტურებელი ვიდე მოსალა „თავისუფალმა ზონამ“ გადაიღო.
პარტიის წარმომადგენლის, მამუკა საღარეიშვილის თქმით, კოორდინატორები, რომლებიც „ოცნებიდან“ არიან, ამომრჩეველს 30-50 ლარს უხდიან.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აქამდეც ჰქონდათ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. აქამდე ისინი ამომრჩეველს 150 ლარს უხდიდნენ, თითქოსდა კოორდინატორები იყვნენ და ამით ამართლებდნენ თავს. დღეს კი, უბანზე ამომრჩველეს 30 -50 ლარს უხდიან, გააჩნია, რამდენზე დაითანხმებენ“,-განაცხადა საღარეიშვილმა.